среда, 22 октября 2008 г.

1. პროექტის სახელი: ჩემი ქვეყნის გენიოსები.
2. პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ და აგზავნიან ინფორმაციას მათი ქვეყნის გენიოსების შესახებ.მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება: გენიოსების სურათები, მათი მიღწევების თემაზე შექმნილი ნახატები, წარმოადგინონ მუსიკალური კომპოზიციები...
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მუშაობენ და იკვლივენ შემდეგ საკითხებს:
-ვინ არიან მათი ქვეყნის გენიოსები;
-რითი გაითქვა ამ ხალხამა სახელი;
-რამდენად პოპულარულნი არიან;
-რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი მიღწევები კაცობრიობისთვის.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 6-15
5. ვადები/ხანგრძლივობა:2თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები:შესაბამისი ინფორმაციის მოძიება, ვებ-გვერდების გაკეთება, სახლ- მუზეუმების დათვალიერება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გენიოსთა გალერეა, სადაც წარმოდგენილი იქნება ბავშვების მიერ შექმნლი გენიოსების პორტრეტები და კარიკატურები, გენიოსთა კარნავალის მოწყობა -ბიოგრაფიული ფრაგმენტების ინსცენირება, ვებ -ბლოგები.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული - სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი …) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, ლიტერატურული ნაწარმოებების, ბიოგრაფიების გაცნობა, მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა, ისტორია - გაეცნობიან ეპოქას, ტრადიციებს, ადამიანთა წვლილს კულტურის, ხელოვნების, მეცნიერებისა და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
ხელოვნება - ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების გაცნობისას წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა, მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებაში (ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია), პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება…
მუსიკა - მოსწავლე ეცნობა მუსიკალურ ნაწარმოებებს, მუსიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროფესიებს, შეარჩევს და მიოძიებს წარმოდგენისთვის საჭირო მუსიკალურ, ლიტერატურულ მასალას და იყენებს კარნავალის მუსიკალურ გაფორმებაში, განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს…
უცხო ენები - მოსწავლე მოიპოვებს მისთვის საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე, ახარისხებს, თარგმნის.
საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა, ისტ-ის საშუალებების მოხმარების დემონსტრირება, ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების სიზუსტის შეფასება…
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ქეთი ღონღაძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: qetoqeto7@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://ss.blogspot.com